მალაიზიის უმაღლესი სასამართლო დღეს ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის საქმის განხილვას გეგმავს.
37 წლის დარეჯან კოხტაშვილის ინტერესებს ადგილობრივი ადვოკატი დაიცავს. ამ დრომდე უცნობია, ეყოლება თუ არა ბრალდებულს თარჯიმანი.
შეგახსენებთ, რომ დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მალაიზიის ქალაქ მენგატილში, დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე, გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. ბრალდება ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.