საქართველოდან აზერბაიჯანში კონტრაბანდული ტვირთის გადატანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ბაბაკ ნაგიევი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბაბაკ ნაგიევს ოქროსა და ძვირფასი თვლებისაგან დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობები საქართველოდან აზერბაიჯანში სპეციალური სამალავით გადაჰქონდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულს მთლიანობაში 1 კილოგრამზე მეტი კონტრაბანდული ოქროული აღმოუჩინეს, რომლის საბაზრო ღირებულება 51 000 ლარს აღწევს. ნაკეთობები ძირითადად 585 სინჯის ოქროს ნაკეთობებიოსაგან შედგებოდა.
სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას ძიება დაადგენს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.