თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული იოსებ მარღიშვილი, რომელიც ბრალდებულია ბინების ქურდობაში.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, გამოძიების მსვლელობისას გაქურდული საცხოვრებელი ბინებიდან აღებული იქნა სუნის ნიმუშები, რის შედეგადაც საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში დაინიშნა ოდოროლოგიური ექპერტიზა და დადგინდა, რომ ბრალდებულ იოსებ მარღიშვილს ა/წ იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქ.თბილისში გაქურდული აქვს ათამდე საცხოვრებელი ბინა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიებას აწარმოებს ქ. თბილისის ისანი -სამგორის პოლიციის მთავარი სამმართველო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები