მოსკოვის ოლქში პედოფილიის ბრალდებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი დააკავეს. ეს მას შემდეგ მოხდა რაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცხელ ხაზზე 44 წლის პოლკოვნიკის მეზობელმა დარეკა და განაცხადა, რომ მისი მეზობლის ბინას ხშირად სტუმრობენ არასრულწლოვანი ბიჭები. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შემოწმების შედეგად ეს ინფორმაცია დადასტურდა და დადგინდა, რომ მოქმედი პოლკოვნიკი თავის ბინაში "არაერთგზის მიმართავდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს ორი ძმის მიმართ, რომელთა ასაკი 9 და 15 წელი იყო", _ ეს განცხადება საგამოძიებო კომიტეტის ოფოციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა.
მარკინის ინფორმაციით, პოლკოვნიკის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები