ქუთაისის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სომეხი ტურისტები დაშავდნენ.
ინციდენტი დღეს გამთენიისას მოხდა. ერთმანეთს სომხეთიდან ქობულეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი და ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალი სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 ტურისტის გარდა დაშავდა სატვირთო მიკროავტობუსის მძღოლიც. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების განცხადებით, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა არც ერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,
ავტოავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს.