თბილისის საქალაქო სასამართლომ მკველობაში ეჭვმიტანილებს ნიკოლოზ ბერუაშვილს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამჟამად ძებნაში მყოფ მანუჩარ მიშელაძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბერუაშვილს და ამჟამად ძებნაში მყოფ მანუჩარ მიშელაძეს ბრალად ედებოდათ განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
"სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ნიკოლოზ ბერუაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ქიმიური, ტრასოლოგიური, ფიზიკო-ტექნიკური, ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით, საგამოძიებო ექსპერიმენტით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულება ერთობლიობით", - ნათქვამია საქალაო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.