მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული 1961 წელს დაბადებული ზურაბ სიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა სოფელ სიმონიანთხევში მცხოვრებ, 1975 წელს დაბადებულ მოგელი ჩოქურს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზურაბ სიაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი შემთხვევიდან მეორე დღეს იქნა დაკავებული.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.