ბათუმში, რუსეთის ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე 4 ნაღმი აღმოაჩინეს. ამ ტერიტორიაზე ამჟამად სავაჭრო ცენტრისა და ავტოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ნაღმები დაახლოებით ერთი საათის წინ, მუშებმა, მძიმე ტექნიკით მუშაობისას იპოვეს. ამ დროისთვის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ტერიტორია შემოსაზღვრულია და მისგან დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში გადაადგილება შეზღუდულია. სპეციალისტების ინფორმაციით, ნაღმები ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ არის ჩადებული. თვითმხილველების განცხადებით, ასაფეთქებელი ნივთიერება მიწაში რამდენიმე მეტრზე იყო ჩამარხული. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მსგავსი არაერთი შემთხვევა მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები