ვეფხისა და მოყმის ძეგლთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ჯიპი და კარდიოლოგიური კლინიკის რეანომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც რეანომობილი ამოტრიალდა.
შემთხვევის დროს საავადმყოფოს კუთვნილ ავტომანქანაში მედპერსონალი იმყოფებოდა. მათგან ორი სხვადასხვა დაზიანებით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის შედეგად "ტოიოტას" მგზავრები არ დაშავებულან. წინასწარი ინფორმაციით, ავარია ჯიპის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია.