კოსტავას გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. პოლიციეს თანამშრომელს ავტომანქანა მაშინ დაეჯახა, როცა ის სასტუმრო "ჰოლიდეი ინთან" ფეხით გადაადგილდებოდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ელბაქიძის დაღმართზე დააკავეს.
ავტომანქანა ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.