თიანეთის რაიონის სოფელ თოლენჯიში, 35 წლის ველოდი ჩოფური საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.
ადგილობრივების მტკციებით, ჩოფური სხვაგან მოკლეს, სოფელში კი მისი გვამი მოგვიანებით მიიტანეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ბოლოს მეზობელ სოფელში, სამძიმარზე იყო მისული, მას შემდეგ კი არავის უნახავს.
ინციდენტის სავარაუდო მიზეზი უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მკვლელობა გახსნილია და არსებობს ეჭვმიტანილიც, რომელიც ამ დროისთვის გამოძიებას ემალება.