თაღლითობის ბრალდებით დაკავებულმა ადვოკატმა თამილა ქუთათელაძემ კოლეგასთან, ქეთი ბექაურთან შეხვედრა მოითხოვა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა და აქვე დასძინა, რომ ქუთათელაძის მონახულებას მომავალ კვირას გეგმავს.
"ამ ეტაპზე მიჭირს თამილა ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით რამე სახის კომენტარის გაკეთება. მას მომავალ კვირას მოვინახულებ და საქმის დეტალებში გავერკვევი", - აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, დაკავებულმა ადვოკტმა ბექაურის ნახვის სურვილი თავად გამოთქვა.
"ქუთათელაძე დახლებით ორი კვირის წინ დააკვეს თაღლითობის ბრალდებით. როგორც იცით, ადვოკატების მიმართ დევნა გრძლედელდება და თაღლითობის დაბრალებაც ყველაზე პოლულარული გახდა ჩვენი ხელისუფლების მხირდან", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ბექაურმა.
ქუთათელაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა და ის რუსთავის #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.