ფოტორეპორტიორები ზურაბ ქურციკიძე, გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათია გედენიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგოამლობა, რომელიც დაკავებულ ფოტორეპორტიორთა პირობითი სასჯელით გათავსუფლებას ითვალისწინებდა დააკმაყოფილა.
სასამართლომ შუამდგომლობაში დაფიქსირებული საჯელის ნორმა სამართლიანად მიიჩნია და წარდგენილი მუხლებით ბრალდებულები დამნაშავებ სცნო.
აღსანიშნავია, რომ ფოტორეპორტიორებმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ დღეს სასამართლო სხდომაზე ცნეს და აღნიშნეს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება, მათი სურვილი იყო.
სასამართლო ასევე დაინტერესდა ხომ არ ჰქონდა მათზე სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ზეწოლისა და წამების ფაქტებს ადგილი რაც ბრალდებულებმა უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ფიზიკური ანგარისშწორება არ ყოფილა.
ბრალდებულთა მტკიცებით მათ სრულად ისარგებლეს იურიდიული კონსულტაციითაც.
სასამართლო საბოლოო განაჩენს რამდენიმე დღეში გამოცხადებს დღეს კი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ საპროცესო შეთანხებით უკვე გათავისუფლებულ ფოტორეპორტიორებს პრობაციის ეროვნულ ბიუროსთან შეთანხმების გარეშე იურიდიული საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ეკრძალებათ.
თანხის გადახდა ფოტორეპორტიორებს საპროცესო შეთანხმებით არ დაკისრებიათ. განაჩენი ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა და ის გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ფოტორეპორტიორები საპროცესო შეთანხების პირობებს დაარღვევენ.
შეგახსენებთ, თბილისის მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მოხდეს დაკავებულთა პირობითი მსჯავრით გათავისუფლება და დაამტკიცოს ზურაბ ქურციკიძესთან, გიორგი აბდალაძესთან, ირაკლი გედენიძესთან და ნათელა გედენიძესთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მეშვეობით 2011 წლის 22 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება.
შუამდგომლობის თანახმად, პროკურატურა ითხოვს, ოთხივე დაკავებული ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ასევე პროკურატურა შუამდგომლობს სასამართლოს მწინაშე საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანოს განაჩენი.
შუამდგომლობის თანახმად, პროკურატურა ითხოვს, რომ ზურაბ ქურციკიძეს 3 წლით, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს 4-4 წლით, ხოლო ნათია გედენიძეს 1,6 წლით თავისუფლების პირობითითი სასჯელი შეეფარდოს.