სამარშრუტო ტაქსისებისათვის ყალბი ტექდათვალიერების გაფორმებისთვის სამართალდამცველებმა კომპანია "ავტო-1"ის ხელმძღვანელი დააკავეს. კომპანია "ავტო-1"-ის ტექნიკურ დირექტორსა და მის თანამზრახველს გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გაცემისთვის ედავება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით აღნიშნულ კომპანიას სულ ოთხი ყალბი ცნობა აქვს გაცემული. ეს საბუთები კი მიკროავტობუსებს საშუალებას აძლევდა მგზავრების გადაყვანისას საწვავის სახით ბუნებრივი აირი გამოეყენებინათ. ყალბი ცნობებისათვის ბრალდებულებმა 400 ლარი აიღეს.