თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის შუამდგომლობას დღეს განიხილავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლოში განუცხადეს, პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა.
"შუამდგომლობას ჰქონდა 15-დღიანი ვადა, თუმცა პროცესი დღეისთვის ჩაინიშნა", - აცხადებენ სასამართლოს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა დაკავებულებისთვის პირობითი სასჯელით გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაკავებულ ფოტორეპორტიორებს დღესვე გაათავისუფლებენ.