დაკავებულმა ფოტორეპორტიორებმა გამოძიებას სხვა ჯაშუშების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.
ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
"ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით, არამხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ, დროულად მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საქართველოში არსებული საიდუმლო თანამშრომლების და მათთან კავშირზე მყოფი პირების ვინაობა, ამ სამსახურების საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული გეგმები და ამოცანები, ინფორმაციის მიღების, მოპოვების და გადაცემის მეთოდები და აქამდე არსებული წესები (პრაქტიკა), ასევე მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საფარქვეშ მოქმედი ორგანიზიების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მზადაა, ოთხივე ფოტორეპორტიორთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს და სასამართლოსთან მათი პირობითი სასჯელის შეფარდების შესახებ იშუამდგომლოს.