ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძეს საბოლოო ბრალი წაუყენეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა ადვოკატმა მიშა ღონღაძემ განუცხადა, მას ბრალი არ შეცვლია.
"საქმის კვალიფიკაცია არ შეცვლილა. უბრალოდ შეიცვალა ბრალდების ფორმულირება", - განმარტა ადვოკატმა.
მიშა ღონღაძემ გლდანის მე-8 საპყრობილე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.