ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს მისთვის უცნობი ადვოკატი დაიცავს.
"მას ახალი ადვოკატი ჰყავს, რომელსაც მე არ ვიცნობ. მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" აბდალაძის უკვე ყოფილმა ადვოკატმა ლადო მაჭარაშვილმა.
როგორც ცნობილია, აბდალაძემ, რომელსაც 4 ადვოკატი იცავდა, ორ დამცველს - ეკა ბესელიასა და ლადო მაჭარაშვილს აცილება დღეს მისცა. დანარჩენ ორ ადვოკატთთან - რამაზ ჩინჩალაძესა და მერაბ ჩიქოვანთან კი, რომლებიც "ალია ჰოლდინგის" მიერ დაქირავებული ადვოკატები იყვნენ, გუშინ დამქირავებელმა ხელშეკრულება გაწყვიტა.