ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ ადვოკატებს ეკა ბესელიასა და ლადო მაჭარაშვილს აცილება მისცა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გლდანის მე-8 საპყრობილიდან გამოსულმა მაჭარაშვილმა თავად განუცხადა.
"დღეს შევხვდი გია აბდალაძეს და მითხრა, რომ ჩემი და ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს. ამის გამო მე და ეკა ბესელია აბდალაძისთვის საბოლოო ბრალის წარდგინებას ვერ დავესწარით", - განმარტა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, აბდალაძეს ახალი ადვოკატი ჰყავს, თუმცა მისი სახელი და გვარი არ იცის.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე ეკა ბესელია და ლადო მაჭარაშვილი 12:00 საათზე, საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.