თურქეთში ბინის ქურდობაზე სამი ქართველი დააკავეს. დამნასავეები ანტალიაში ერთ ერთ ბინას ძარცვავდნენ, როდესაც ეს ფაქტი თვითმხილველებმა პოლიციას შეატყობინეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ორი მათგანი 27 წლის ლაშა ურუშაძე და 26 წლის გიორგი ხარაძე სამართალდამცველებმა შენობაშივე დააკავეს, მესამე მძარცველმა ალექსანდრე კანთიძემ გაქცევა მოახერხა, თუმცა ისიც მალევე აიყვანეს.
სამივე ქართველი ამჟამად პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.