ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძის საქმეს ჩამოშორდა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავად ანდრიაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მიზეზი ის გარემოებაა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ხელის მოწერას არ აპირებს.
"გადაწყვეტილების დეტალებზე განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ არ ვაპირებ ზურა ქურციკიძესთან საპროცესო შეთანხმებას ხელი მოვაწერო. ამიტომაც დღეიდან საქმეს ჩამოვცილდი", - განმარტა ანდრიაშვილმა.
ზურაბ ქურციკიძის დაცვას მისი მეორე ადვოკატი მიშა ღონღაძე აგრძელებს, რომელიც ამ წუთებში გლდანის მე-8 საპყრობილეში იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, ქურციკიძესა და დანარჩენ დაკავებულ ფოტორეპორტიორებს დღეს "დაზუსტებულ ბრალს" წაუყენებენ.