ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ ხელმეორე დაკითხვისას წინა ჩვენების დროს დაშვებული შეცდომები "გაასწორა".
როგორც დაკითხვის შემდეგ საპატიმროდან გამოსულმა მისმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აბდალაძემ პირველ ჩვენებაში დაშვებული უზუსტობები იმით ახსნა, რომ "კარგად აღარ ახსოვდა".
"გამოძიებამ გაასწორებინა აბდალაძეს ის შეცდომები, რაც წინა ჩვენებაში იყო დაშვებული. რგორც აბდალაძე ამბობს, მას კარგად არ ახსოვდა თარიღები. აღნიშნულმა დაკითხვამ გაცილებით ხმამაღალ ტონში ჩაიარა, რადგან გამოძიების მხარეს არ სიამოვნებდა, როცა აბდალაძეს შეკითხვებს ვუსვამდი და მისი დაცვის ფუნქციას ვასრულებდი", - აღნიშნა ბესელიამ.