ფოტორეპორტიორმა ზურაბ ქურციკიძემ შალვა შავგულიძის აცილება მოითხოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქურციკიძის კიდევ ერთმა ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა განუცხადა და სწორედ აღნიშნულით ახსნა ის გარემოება რომ შალვა შავგულიძე, რომელსაც ქირციკიძის დაცვა დაკავებულის ოჯახის წევრებმა და ევროპის ფოტოსააგენტომ სთხოვეს დღევანდელ დაკითხვაზე არ დაასწრეს.
"ზურამ თავად განაცხადა უარი შავგულიძის ადვოკატობაზე. როგორც ციხის ადმინისტრაციამ განგვიცხადა, მან აცილება მოითხოვა ყველა სხვა ადვოკატის, გარდა ჩემი და მიშა ღონღაძისა, რაც შეხვედრის დროს თავად ქურციკიძემაც დაადასტურა", - განმარტა ანდრიაშვიმა.
მისივე თქმით, ქურციკიძე მადლობას უხდის მის ოჯახის წევრებსა და ევროპის ფოტოსააგენტოს, თუმცა მიიჩნევს რომ მის საქმეში სხვა ადვოკატების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს.