ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე საპროცესო შეთანხმებაზე თანახმაა. ამის შესახებ ჯი-ეიჩ-ენ-ს ქურციკიძის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ქურციკიძე საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა თანხმობა. მისივე განმარტებით, ქურციკიძემ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით თანხმობა დღევანდელი დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რის შესახებაც მას ინფორმაცია ქურციკიძის კიდევ ერთმა დამცველმა ნინო ანდრიაშვილმა მიაწოდა.
"ზურაბ ქურციკიძის დაკითხვა დასრულებულია. საპყრობილიდან გამოსულმა ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა მითხრა, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა. მათ შორის - ზურაბ ქურციკიძემ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა. დაკითხვის სხვა დეტალები ანდრიაშვილს ჩემთვის არ უთქვამს", - განმარტა შავგულიძემ.