ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით, ის არც ურჩევს და არც დათანხმდება გია აბდალაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას
როგორც ბესელიამ გლადნის მე-8 საპყრობილის შენობის წინ გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, ის და აბდალაძის სხვა ადვოკატები არ აპირებენ გახდნენ იმ უკანონობის მონაწილე, რასაც ხელისუფლება დგამს.
"არც მე და, დარწმუნებული ვარ, გიორგი აბდალაძის არც ერთი ადვოკატი არ იქნება მონაწილე იმ უკანონო გარიგების, რომელსაც ხელისუფლება დგამს. ჩვენ არ ურჩევთ და არც დავეთანხმებით საპროცესო შეთანხმებას და არ გავატანინებთ იმ უკანონობას, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან აქვს ადგილი", - განმარტა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეკა ბესელია და გიორგი აბდალაძის სხვა ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის მოსანახულებლად ციხის დაწესებულებაში უკვე შევიდნენ.