გიორგი აბდალაძის გარდა დღეს დამატებით ზურაბ ქურციკიძესა და ირაკლი გედენიძეცაც დაიკითხებიან.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ქურციკიძის ადვოკარმა მიხეილ ღონღაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, დაკავებული ფოტორეპორტიორების დამატებით დაკითხვის გადაწყვეტილება პროკურატურამ მიიღო.
წინასწარი ინფორმაციით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული ფოტორეპორტიორების დაკითხვა 15:00 საათზე დაიწყება.