დაკავებულ ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის ხელმეორედ დაკითხვასთან დაკავშირებით მისი ადვოკატი ეკა ბესელია დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
როგორც ბესელიამ "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობა, საგანგებო განცხადების გაკეთებას 15:00 საათისთვის, გლდანის #8 საპყრობილესთან გეგმავს.
როგორც ცნობილია, გიორგი აბდალაძეს დღეს 15:00 საათზე დამატებით დაკითხავენ, რისი გადაწყვეტილებაც გამოძიებამ მიიღო.