სამართალდამცველებმა ადვოკატი ნაირა უტიაშვილი დააკავეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განუცხადა, პოლიცია არ აკონკტრეტებს, რის საფუძველზე მოხდა ადვოკატის დაკავება.
"ამ წუთას სამართლადმაცველებს, რომლებიც უფრო დამნაშავეებს გვანან ნაირა უტიაშვილი წინამძღვრიშვილის ქ. #52/10 ჰყავთ ჩაკეტილი და გარეთ არც თვითონ გამოდიან და არც მას უშვებენ", - აღნიშნა ბესელიამ.
მისი თმით, ნაირა ოტიაშვილი ამავე მისამართზე მცხოვრები ლია ცირღილაძის ინტერესებს იცავს, რომელთანაც უძრავ ქონებაზე დავა მის მეზობლებს ლეილა თუხარელსა და ნოდარ ბერიძეს აქვთ.
როგორც ირკვევა აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა ადვოკატს ხელბორკილები დაადეს და უკვე სამი საათია, ნოდარ ბერიძის სახლში ჰყავთ ჩაკეტილი.