"თავისუფალი საქართველო"-ს 26 მაისს დაკავებულ წევრებს 21 ივლისს გაათავისუფლებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, მათი წარმომადგენლები ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 16:00 საათზე გათავისუფლდებიან.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი საქართველოს"-ს რამდენიმე წევრი, მათ შორის ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯომარე როლანდ აბულაძე სამართალდამცველებმა 26 მაისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დარბევის დროს დააპატიმრეს.