თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება.
"ეს იყო ხელისუფლების დაკვეთა, რომელიც მოსამართლე მზია ლომთათიძემ სულ სიცილ-სიცილით შეასრულა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ", - განმარტა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საქმეზე გადაწყვეტილება წინა კვირას უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა გადაიდო. როგორც ცნობილია, ქრთამის მიცემის ბრალდებით ცოტნე გამსახურდიას 13 წლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.