თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით 6 ქართველი დააკავეს, - ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეები იმ 23 უცხოელ ქალს შორის იყვნენ, რომლებიც ცოტა ხნის წინ დააკავეს და რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, ფორმალურად თურქეთში სამუშაოდ ან სასწავლებლად იყვნენ ჩასულები, რეალურად კი პროსტიტუციას ეწეოდნენ.
დაკავებულთა შორის არიან რუსეთის, ბელორუსის, უკრაინის და მოლდოვას მოქალაქეებიც.