დღეს, 20 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. მისივე თქმით, გადაწყვეტილებამდე მხარეთა კამათიც გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საქმეზე გადაწყვეტილება წინა კვირას უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა გადაიდო. როგორც ცნობილია, ქრთამის მიცემის ბრალდებით ცოტნე გამსახურდიას 13 წლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.