შსს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ მოქალაქეებს მიმართავს. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, პირი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული და ნებაყოფლობით გამოცხადდება კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ან დაუკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ.გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ან ელექტრონულ ფოსტაზე და ითანამშრომლებს შსს-თან, გათავისუფლებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.
განცხადების თანახმად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აქტიურად განგრძობს მუშაობას, საქართველოში უცხო ქვეყნის ჯაშუშური ქსელის გამოსავლენად.
2006 წლის 27 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას გააცნოსაქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პირი რომელიც გამოცხადდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და სამართალდამცავებს მიაწვდიდა ინფორმაციას, მისი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ გათავისუფლდებოდა პასუხიმგებლობისგან.
„აღნიშნული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა საქართველოს 11 მოქალაქე, რომლებიც თანამშრომლობდენენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთან (გრუ). ანალოგიური განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მიმართა 2010 წლის 11 მაისს, როდესაც სამართალდამცავების მიერ ჩატარებული იქნა მაშტაბური სპეცოპერაცია „ენვერი", - აღნიშნულია განცხადებაში.