საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის 16 ივლისს საკუთარი ადვოკატების თანდასწრებით, დაიკითხა ბრალდებული გიორგი აბდალაძე.
"ვითვალისწინებთ რა საზოგადოების ინტერესს საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს გიორგი აბდალაძის დაკითხვის ამსახველი ჩანაწერი. სევე გვინდა გაცნობოთ, რომ მსგავსი ჩვენება საკუთარი ადვოკატების თანდასწრებით, 2011 წლის 14 ივლისს დაკითხულმა ზურაბ ქურციკიძემაც მისცა", - აღნიშნულია განცხადებაში.
მთავარმა პროკურატურამ ჟურნალისტებს გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების ამსახველი მასალა გადასცა.