გურჯაანის რაიონში 2 თვითმკვლელობა მოხდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სოფელ კაჭრეთში, 71 წლის მამაკაცმა საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო, სოფელ ნანიანში კი 74 წლის მამაკაცმა დანით ყელი გამოიჭრა.
ორივე ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიებას შს გურჯაანის სამმართველო აწარმოებს.