ქუთაისის მე-15 სკოლის ყოფილმა დირექტორმა ნუნუ ცაავამ სასწავლო დაწესებულების ეზოში სკოლის საბუთების დიდი ნაწილი გაიტანა და საჯაროდ დაწვა. შემთხვევა ამ დილით მოხდა. ყოფილი დირექტორი თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მას დავა ამავე სკოლის ფსიქოლოგთან ეკა ქობალიასთან ჰქონდა. ეს უკანასკნელი დირექტორს თანხების გაფლანგვასა და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებდა.
ეკა ქობალია ვარაუდობს, რომ ყოფილმა დირექტორმა საკუთარი დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტები გაანადგურა. თავად ნუნუ ცაავა კი ირწმუნება, რომ ის რაც მან დაწვა მაკულატურა იყო, საბუთები კი ადგილზეა.