თბილისში, ლიუბლიანას ქუჩაზე ბებიასა და შვილიშვილს "მერსედესის" მარკის სატვირთო მანქანა დაეჯახა.
63 წლის ქალი და 2,5 წლის გოგონა მაღაზიიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც ბავშვი ბებიას გაექცა და გზაზე გადაირბინა.
ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
გოგონას თვალის არეში ორბიტის ძვლის მოტეხილობა აქვს.
ბავშვის ბებია ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.