საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:
"საქართველოს პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება 2011 წლის 26 მაისს კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციის მონაწილეთა უკანონო მოქმედებების აღკვეთისას ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 100 ზე მეტი პირი, მათ შორის ჟურნალისტები. ვინაიდან დადგინდა, რომ ცალკეულ სამართალდამცველთა ქმედებებში იკვეთება დისციპლინური გადაცდომების ნიშნები ხსენებული ფაქტების შესასწავლად და შესამაბისი რეაგირების მიზნით საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს შს სამინისტროს გენერალურ ინსპეციას", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ გამოძიება გრძელდება ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ ფიზიკური ზიანის მიყენების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით.