ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ინდივიდუალური მეწარმე მალხაზ ქიტიაშვილი და მისი თანამშრომელი ზურა ადუაშვილი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ამ ადამიანებმა 4 500 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს გამოუწერეს, დაუმზადეს და გადასცეს ათასობით ლარის საკვებ პროდუქტებზე ყალბი სასაქონლო ზედნადები, რითიც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
უკანონო გარიგება თბილისში შედგა. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.
სამართალდამცავებმა ორივე პიროვნება ფაქტზე აიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ფარული ვიდეომასალაც გავრცელდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.