სამართალდამრღვევ პირს დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარება უფლება 3 წლის ვადით ჩამოერთმევა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი 14 ივლისს მოაწერა, შესაბამისად კანონი ძალაშია შეული.
დღემდე არსებული ნორმის თანახმად, ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები საგნების სასყიდლით ჩამორთმევა და კონფისკაცია, შეიძლება გამოყენებულ ყოფილიყო როგორც ძირითადი ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით.
კერძოდ კი გაფრთხილება, ჯარიმა, სპეციალური უფლების ჩამორთმევა, გამასწორებელი სამუშაო, ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესული ცვლილებების შემდეგ კი, აღნიშნულ ჩამონათვალს სამსახურეობრივი საშტატო იარაღის ტარება უფლების 3 წლის ვადით ჩამორთმევა დაემატა, თუმცა განმარტებულია, რომ იარაღის ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.
აღსანიშნავია, რომ ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეიძლება დადებულ იქნეს, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სახდელი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები 1 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.