ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამართველოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დააკავეს 48 წლის რამაზ ღვინჯილია, რომელმაც 2011 წლის 4 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედას, 75 წლის ემა მაისაიას, ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდიარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე).