სომხეთთან მოსაზღვრე აზერბაიჯანულ სოფელ ალიბეილიში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 13 წლის გოგონა დაიღუპა, მისი დედა კი მძიმედ დაიჭრა.
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სათამაშო, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული მდინარე ტოვუზში სომხეთის მხრიდან გამოუშვეს. სათამაშო მდინარემ 13 წლის გოგონას სახლთან მიიტანა და ბავშვმაც იგი წყლიდან ამოიღო. ნაღმი სწორედ მაშინ ამოქმედდა.
1994 წელს ანალოგიური შემთხვევა ერთხელ უკვე მოხდა. მაშინ სოხმეთის მხრიდან მოცურებულ სათამაშოზე ორი ბავშვი აფეთქდა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.