მახაჩკალაში დაღესტნის ომონის ხელმძღვანელის მოადგილე შამილ მურტუზალიევი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიცერზე თავდასხმა დაახლოებიღ 12:00 საათზე მოხდა.
"უცნობმა პირებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. მურტუზალიევი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე ამჟამად ოპერაიული ბრიგადა მუშაობს", _ იუწყება რუსული მედია.