რუსეთის შს სამინისტროს ცენტრალური ფედერალური ოლქის თანამშრომლებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რამაზ ძნელაძე დააკავეს, რომელიც კრიმინალურ წრეებში "რამაზის" სახელით იყო ცნობილი. ინფორმავოას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ე.წ. კანონიერ ქურდს პირადი ჩხრეკისას თან ჰქონდა ყალბი პასპორტი და ნარკოტიკული ნივთიერებები.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ძნელაძემ ყალბი პასპორტი წარადგინა, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქის რუსლან აჰმედოვ აჰმედ-ოღლის სახელზე იყო გაცემული.
"თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ პასპორტი ყალბი იყო. ამასთან ერთად ძნელაძეს თან ჰქონდა 3.45 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე", _ იუწყება რუსული მედია.
აღსანიშნავია, რომ ადრე ძნელაძე სამართალდამცავებმა 2008 წელს პიროგოვოს წყალსაცავზე თბომალავზე გამართული ე.წ. ქურდული შეკრების შემდეგ დააკავეს. ამავე წელს იგი გაასამართლეს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს იგი განთვაისუფლდა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ძნელაზე მოსკოვში ბინების ქურდობით დაკავებულ ჯგუფებს აკონტროლებდა. ასევე მათ დიდი წონა აქვს ე.წ. ქუთაისურ კრიმინალურ საზოგადოებაში.
ამას გარდა, ძნელაძე ასვეე აკონტროლებდა კუნცევს საავტომობილო ბაზრობას. ამასთან ერთად, რამაზ ძნელაძე ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის კლანის ერთ - ერთი ლიდერიცაა.