სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო დღეიდან თბილისის მესამე პედიატრიულ კლინიკაში მოკვლევას დაიწყებს. სააგენტოს კლინიკაში გარდაცვლილი წლინახევრის საბა ფორჩხიძის დედამ მიმართა.
იგი ბავშვის დაღუპვაში კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს. სააგენტოში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის შედეგად რაიმე დარღვევა გამოიკვეთება, ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება.