ფოტოგრაფებმა რუსეთის სპეციალურ სამსახურებს ქურციკიძის მეშვეობით გადასცეს კონფიდენციალური ინფორმაცა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც „ბლუმბერგი" იუწყება, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ქურციკიძე 2006 წლის ჯაშუშური სკანდალის ორ წევრთან იყო დაკავშირებული.
„ანატოლი სინიცინი და სერგეი კროკოვი 2006 წელს დაკავებულები იქნენ „შპიონაჟის" ბრალდებით და მათი დეპორტირება მოხდა რუსეთში. იგი ეჭვმიტანილია, რომ 2004 წლის შემდეგ ჰქონდა სატელეფონო და, შესაძლოა, სხვა სახის კონტაქტები. ჩვენ ამის საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს", - აცხადებს მერაბიშვილი.
"ქურციკიძეს ჰქონდა კავშირი ჯაშუშურ სკანდალთან, რომელიც 2006 წელს მოხდა. ის ეჭვმიტანილია ტელეფონით (და შესაძლოა სხვა კავშირშიც) კავშირში 2004 წლიდან. საკმაო რაოდენობის მტკიცებულება გვაქვს ამასთან დაკავშირებით", - ამბობს მერაბიშვილი.
მერაბიშვილის თქმით, ფოტორეპორტიორების დაკავება 26 მაისის ამბებთან არანაირ კავშირში არაა.