ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი ჯემალ ხიმშიაშვილი, ხოლო სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი თენგიზ ხუციშვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, გზების მოსაპირკეთებელი სამუშაოების მომარაგებაზე გამოცხადებულ ტენდერში ჯემალ ხიმშიაშვილმა ქრთამის - 7 700 ლარის სანაცვლოდ ერთ-ერთ ფირმას გაამარჯვებინა და სამსახურეობრივი მფარველობაც გაუწია. მისივე დავალებით, ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თენგიზ ხუციშვილმა ამავე ფირმის სახელზე დაამზადა ყალბი ზედნადები, რითაც ფირმას საჯარიმო სანქციის გადახდისაგან თავის არიდების საშუალება მისცა.
სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას ძიება დაადგენს.
მიმიდნარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თვისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.