თბილისის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული 1971 წელს დაბადებული გიორგი სარალიძე, რომელმაც 2010 წლის 19 მაისს, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ელექტრო სადენით გაგუდა სიდედრი, 1945 წელს დაბადებული ლუბა მოსიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგვიანებით დაკავებულმა გვამი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიკოთულაში გადააგდო.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დაკავებულია 1980 წ.დ გიორგი ბერიშვილი.
ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108 და 376 მუხლებით.