ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჩვილებით ვაჭრობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. დედას რომელმაც შვილი 500 აშშ დოლარად გაყიდა სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ერთი წლის წინ 23 წლის ქეთევან დიასამიძე ბათუმის სამშობიარო სახლის სანიტარს გაურიგდა და მანანა აბესაძეც მას ბავშვის გაჩენის შემდეგ პატარას გაყიდვას 500 აშშ დოლარად დაპირდა. სანიტარი დაკავებულია და მას დღეს სასამართლომ სამი წლითა და ექვსი თვით თავისფლების აღკვეთა შეუფარდა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ სანიტარმა 23 წლის გოგონა სახლში ამშობიარა და შემდეგ ჩვილი ლიანა ხალვაშს მიჰყიდა.
სასჯელს ხალვაშიც მოიხის - მას ექვსი თვით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაწევა მოუწევს.