როსტოვის ოლქის ქალაქ ვოლგოდონსკში 55 წლის პენსიონერი მოკლეს, რომელიც ადრე აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"პოლიციელებმა სამი ადგილობრივისგან შემდგარი ჯგუფი დააკავა, რომლებსაც მკვლელობა ედებათ ბრალად", _ იუწყება რუსული მედია.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, მათი მსხვეპლი 55 წლის ვოლოდინსკის მაცხოვრებელი ტაქსისტია, რომელიც ადრე აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ამჯამად მამაკაცი პენსიაზე იყო და დამატებით შემოსავალს ტაქსისტობით შოულობდა.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.